ფეხბურთი

11:16 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიას ისევ დალიჩი გაწრთვნის

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, დალიჩი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავორ შუკერი ერთმანეთს შეხვდნენ და ყველა საკითხზე მოილაპარაკეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა დავორ შუკერთან და ყველაფერზე შევთანხმდით. დიდი მადლობა დავორს, რომ მან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ის ყველაფერზე დამთანხმდა. სულმოუთმენლად ველოდები ნაკრებთან ერთად ახალ გამოწვევებს"- განაცხადა დალიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107741