ფეხბურთი

0:05 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვარდიმ "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ "ლესტერთან" ახალი ოტხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია ხელშეკრულების დეტალები, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, ვარდი "ლესტერის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ჯეიმი "მელიებს" 2012 წელს "ფლიტვუდიდან" შეუერთდა. ვარდი 2015/16 წლების სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და ამავე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2015 წელს ვარდიმ ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ 11 შეხვედრაში გატანილი გოლით პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. ჯეიმის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

0.115781