ფეხბურთი

18:15 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” ხორვატი მცველი დაიმატა

“ლესტერმა” ზაგრების “დინამოდან” ცენტრალური მცველი ფილიპ ბენკოვიჩი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია “მელიების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ინგლისურმა კლუბმა “დინამოს” 14.5 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელს ხუთწლიანი ხელშეკრულება დაუდო.

ბენკოვიჩი “დინამოს” სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, მშობლიური გუნდის მაისური 88-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137299