ფეხბურთი

17:35 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კამარასა პრემიერლიგაში ითამაშებს

“ბეტისის” ცენტრალური ნახევარმცველი ვიქტორ კამარასა კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს. “კარდიფის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი უელსურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

ვიქტორი სევილიურ კლუბს გასულ ზაფხულს “ალავესიდან” 7 მილიონ ევროდ შეუერთდა და 26 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

კამარასას ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მაისურით 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117742