ფეხბურთი

16:00 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” პერესი გაიფორმა

ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ლუკას პერესი, კარიერას “ვესტ ჰემში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “ჩაქუჩების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო “არსენალმა” მის სანაცვლოდ 4.4 მილიონი ევრო მიიღო.

პერესი “არსენალში” 2016 წელს “დეპორტივოდან” გადავიდა და 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში “დეპორტივოს” იჯარით დაუბრუნდა და 34 თამაშში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.

0.152342