ფეხბურთი

15:15 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვულვზმა” ტრაორე გაიფორმა

“მიდლსბროს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ადამა ტრაორე კარიერა “ვულვზიში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “მგლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “მიდლსბრომ” 20 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ტრაორე “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და 2013-2015 წლებში მეორე გუნდში ჩატარებულ 63 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო ძირითად გუნდში სულ 4-ჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. 2015 წელს ის “ასტონ ვილაში” გადავიდა, თუმცა ორ სეზონში სულ 12-ჯერ მოუწია თამაში და 1 გოლი გაიტანა, 2016 წელს კი “მიდლსბროს” მიაშურა, 71 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

0.113923