ფეხბურთი

22:20 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონდონი “ნიუკასლში” ითამაშებს

ვენესუელის ნაკრების კაპიტანი სალომონ რონდონი კარიერას “ნიუკასლში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “კაჭკაჭების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ფორვარდი, რომლის სატრანსფერო უფლებებს ჩემპიონშიპში გავარდნილი “ვესტ ბრომვიჩი” ფლობს, “სენტ ჯეიმს პარკზე” იჯარის წესით 2019 წლის 31 მაისამდე ითამაშებს.

ცნობისთვის, რონდონი “ვესტ ბრომვიჩში” 2015 წელს “ზენიტიდან” 17 მილიონ ევროდ გადავიდა. მან გასულ სეზონში “ბულბულების” მაისური 40-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Loading...
სტატისტიკა
0.224639