ჩოგბურთი

13:00 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი: "ვფიქრობ, რომ ცუდი დედა ვარ"

მერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი სან ხოსეს ტურნირში განცდილი გამანადგურებელი მარცხის (6:1, 6:0) შემდგომ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“გასულ კვირას ძალიან რთული პერიოდი მქონდა. არამხოლოდ კარიერაში, არამედ პირად ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ცუდი დედა ვარ. სტატიებში ვკითხულობდი, რომ მშობიარობის ემოციები სამ წლამდე გრძელდება. ვიცი ეს ნორმალური განცდაა, როდესაც შვილისთვის საკმარისს ვერ აკეთებ. მე ვცდილობ ვიყო საუკეთესო სპორტსმენი, მაგრამ ვერ ვხვდები ეს ბავშვის მოვლას როგორ უნდა შევუთავსო. სწორი ბალანსის მოძებნა მჭირდება”, - განაცხადა სერენამ.

აქვე გეტყვით, რომ სერენა უილიამსი სან ხოსეს ტურნირის 1/16 ფინალში იოჰანა კონტასთან დამარცხდა.

Loading...
0.148903