ფეხბურთი

10:09 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას დამატება "ბარსელონას" ორი ფეხბურთელისა და 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა

კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი ფეხბურთელის, პოლ პოგბას დამატება უნდა. ესპანურმა გრანდმა “მანჩესტერ იუნაიტედს” შეთავაზება უკვე გაუკეთა და 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ: 50 მილიონ ევროს, იერი მინასა და ანდრე გომეშს სთავაზობს.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ჯანლუკა დი მარციომ, თუმცა “წითელი ეშმაკებს” ხელმძღვანელობამ უარყო და დასძნა, რომ ამ ზაფხულს ფრანგის გაყიდვა არ იგეგმება.

გასულ სეზონში პოგბამ პრემიერლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე კი 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანამ" ფრანგ მოთამაშეს ანდრეს ინიესტას კუთვნილი ნომერიც შესთავაზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115134