ფეხბურთი

18:07 | 6.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "ლივერპული" ყველას და ყველაფერს ყიდულობს"

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის ხელმძღვანელობას ახალი ფეხბურთელების შეძენისკენ მოუწოდებს.

პორტუგალიელის განცხადებით, მისი გუნდის კონკურენტები გაძლიერდნენ, ხოლო “მანჩესტერი” – არა. “განსაკუთრებულმა”, განსაკუთრებით “ლივერპული” გამოჰყო და თქვა:

“კლუბმა დიდი ხანია იცის, რა მინდა. ისინი ყველაფერს აკეთებენ და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე დღე. ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენი კონკურენტები ფანტასტიკურად გაძლიერდნენ. “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “სიტი”... “ლივერპული” ყიდულობს ყველას და ყველაფერს. “მანჩესტერს” კი ძალიან რთული სეზონი ელოდება”, - განაცხადა მოურინიომ.

0.100138