ფეხბურთი

17:40 | 6.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვიტსელი "დორტმუნდის" ფეხბურთელია

დორტმუნდის “ბორუსიამ” აქსელ ვიტსელი დაიმატა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელ ნახევარმცველთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის ფინანსური მხარეები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “დორტმუნდში” გადმოვედი. აღნიშნულ წინადადებაზე დიდი ხანი არ მიფიქრია, რადგან “ბორუსია” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა”, - განაცხადა ვიტსელმა.

აქსელ ვიტსელი 2017 წლიდან მოყოლებული ჩინური “ტიანჯინის” ღირსებას იცავდა. იქამდე კი სახელი ლისაბონის “ბენფიკასა” და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშით გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105546