ფეხბურთი

1:33 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას პირველი სასტარტო და "ლუცერნის" პირველი გამარჯვება

მიმდინარე სეზონში ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და "ლუცერნმა" პირველი გამარჯვებაც მიითვალა. შვეიცარიის სუპერლიგის მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა "ლუგანო" 4:2 დაამარცხა და ამ მატჩის გმირი პასკალ შურპფი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.

ვაკო გვილია კი ძირითადში რენე ვეილერმა პირველად ათამაშა. ჩვენებური მინდორზე 71 წუთის განმავლობაში იყო და მერე შეცვალეს. "ლუცერნს" კი სამი ტურის თავზე სამი ქულით მეშვიდე ადგილი უკავია.

0.113836