ფეხბურთი

22:30 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კალიარიმ" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "რიეკას" საყრდენი ნახევარმცველი ფილიპ ბრადარიჩი კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 26 წლის ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "კალიარიმ" ტრანსფერში 5 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბრადარიჩმა გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფილიპი ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო, თუმცა მხოლოდ ერთ შეხვედრაში, ისლანდიის წინააღმდეგ 25 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110447