ფეხბურთი

20:10 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "სამტრედია" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" "სამტრედიას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ახალაძემ 50-ე წუთზე გახსნა და სტუმრები დააწინაურა. ათ წუთში გიორგი გურულმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა წინ გაიყვანა "ლოკომოტივი", ხოლო 90-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა ანგარიში გაათანაბრა. "ლოკომოტივი" არ დანებდა და მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

თბილისური გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე 22 ქულით იმყოფება, ხოლო "სამტრედია" კვლავ აუტსაიდერთა შორისაა და მეცხრე პოზიციაზეა (9 ქულა). მომდევნო შეხვედრას "ლოკომოტივი" "დინამოსთან" გამართავს, ხოლო სამტრედიელები "სიონს" დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110325