ფეხბურთი

15:48 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" ახალი კაპიტანი ჰყავს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალი კაპიტანი ჰყავს. როგორც ბუნდესლიგის ვებგვერდი იტყობინება, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა კაპიტნის სამკლავური მარკო როისს გადასცა.

შედეგად, “ყვითლებს” დამდეგ სეზონში 29 წლის ფეხბურთელი უკაპიტნებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასულ სეზონში კაპიტანი მარსელ შმელცერი გახლდათ.

“მწვრთნელმა მითხრა, რომ ახალი კაპიტანი ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან საპატიო და საამაყოა”, - განაცხადა გერმანელმა შემტევმა.

მარკო როისი “დორტმუნდში” 2012 წლიდან თამაშობს და დღემდე 203 შეხვედრაში 96 გოლის გატანა მოახერხა.

0.101977