ფეხბურთი

16:27 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” აკპომი გაასხვისა

“არსენალმა” ახალგაზრდა თავდამსხმელი ჩუბა აკპომი პაოკ-ში გაასხვისა. 22 წლის მოთამაშემ ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ლონდონური კლუბი მის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს.

აკპომი “არსენალის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, სადაც 2002 წელს ჩაირიცხა. 2013 წელს კი ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი, თუმცა ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა სულ 12 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

ჩუბა სხვადასხვა პერიოდში “ბრენტფორდში”, “ქოვენთრიში”, “ნოტინგემში”, “ჰალში”, “ბრაიტონში” და “სენტ-ტრუიდენში” გახლდათ განათხოვრებული. ის ინგლისის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.

0.118284