ფეხბურთი

14:16 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პედრომ „ჩელსისთან“ გაახანგრძლივა

31 წლის ესპანელმა შემტევმა პედრო როდრიგესმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ძალიან კარგი ამბავია. ამ კლუბში ბედნიერი ვარ. თანაგუნდელები გულშემატკივრები და ყველასთან ურთიერთობით სიამოვნებას ვიღებ“- განაცხადა პედრომ.

პედრო „ჩელსის“ 2015 წელს შეუერთდა. ესპანელმა „არისტოკრატთა“ მაისურით 95 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11265