ფეხბურთი

19:20 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” სიდნეი გაიფორმა

ბრაზილიელი ცენტრალური მცველი სიდნეი და სილვა კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. ამის შესახებ სევილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

28 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სიდნეი 2015-2018 წლებში “დეპორტივოს” ღირსებას იცავდა და გალისიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 119 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებისიდნეი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111385