ფეხბურთი

16:35 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს უზბეკეთი ჩააბარეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი უზბეკეთის ნაკრების თავკაცად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია აზიელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა.

კუპერი ბოლოს ეგვიპტის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც 32-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. თუმცა, იქ “ფარაონებმა” სამივე თამაში წააგეს.

კუპერს კარიერის საუკეთესო პერიოდი “მალიორკაში”, “ვალენსიასა” და “ინტერში” აქვს გატარებული, ხოლო საქართველოს ნაკრებს 2008-2010 წლებში ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116471