ფეხბურთი

15:16 | 1.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" "ბარსელონას" მცველი დაიმატა

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ლუკას დინი კარიერას ლივერპულის “ევერტონში” გააგრძელებს. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმა და ფეხბურთელმა 12-ნომრიანი მაისური მოირგო.

“ბარსელონამ” 25 წლის ფრანგი უკანახაზელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო.

“ბლაუგრანამ” დინი 2016 წელს პსჟ-დან 16.5 მილიონ ევროდ გადავიდა და ესპანეთის ლა ლიგაში ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 29 მატჩი ჩაატარა.

0.112588