ფეხბურთი

16:18 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა: არტურო ვიდალი სერია A-ში ბრუნდება

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი იტალიაში ბრუნდება. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ჩილელი ფეხბურთელის მილანის “ინტერში” გადასვლა გადაწყვეტილია.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ ყველა დეტალზე: “ბაიერნი” 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი “ნერაძურისთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ვიდალი სერია A-ში უკვე თამაშობდა. 2011-2015 წლებში “ინტერის” მოსისხლე მტრის, “იუვენტუსის” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11661