ფეხბურთი

14:12 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო კოვაჩი: "ლევანდოვსკის წასვლა უნდა, მაგრამ ჩვენთან დარჩება!"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ადასტურებს, რომ რობერტ ლევანდოვსკის გერმანიის დატოვება უნდა. თუმცა, ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელთან განშორებას არ გეგმავს.

“დიახ, რობერტს გუნდის დატოვება სურს და ამას არ მალავს, მაგრამ ჩვენ არ გვსურს მისი დათმობა. ლევანდოვსკის “ბაიერნთან” კონტრაქტი აკავშირებს და გადავწყვტეთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს მიუნხენში.

რობერტი გუნდს არ დატოვებს. მიუხედავად მისი სურვილისა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავყიდოთ”, - განაცხადა კოვაჩმა.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნის” დატოვების სურვილის გასული სეზონის დასრულებისთანავე გამოხატავდა. პოლონელს ყველაზე აქტიურად “რეალსა” და “ჩელსის” უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111523