ფეხბურთი

13:01 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი: "რონალდუ ისტორიაა, ახლა ბეილი გვყავს"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგს კრიშტიანუ რონალდუს წასვლა დიდად არ აღელვებს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, “სამეფო კლუბი” ისევ ძველ სიმაღლეზე დარჩება.

“ჩვენ ვაღიარებთ, რომ კრიშტიანუმ მადრიდში ფანტასტიკური ისტორია დაწერა, მას წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. თუმცა, ჩვენი გზა გრძელდება და ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს რონალდუს წასვლით ისევ მწვერვალზე დარჩენის სახით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი გარეთ ბეილის იქნება. მისგან ბევრს ველოდებით და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საუკეთესო სეზონის ჩაატაროს”, - განაცხადა ლოპეტეგიმ.

შეგახსენებთ, ლოპეტეგიმ "რეალი" ივნისში ჩაიბარა და მისი ოფიციალური დებიუტი ევროპის სუპერთასზე, "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109166