ფეხბურთი

15:50 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" 100 მილიონი "ჩელსისთვის" გადადო

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” ორ ფეხბურთელს უმიძნებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” “არისტოკრატებს” 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს მეკარე ტიბო კურტუასა და ნახევარმცველ ვილიანის სანაცვლოდ.

მადრიდელები მიიჩნევენ, რომ ბელგიელ კიპერში 35, ხოლო ბრაზილიელ შემტევში 65 მილიონი საკმარისი იქნება. ჯერჯერობით, ლონდონელთა პასუხი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ “რეალში” ტიბო კურტუას შესაძლო გადაბარგებაზე კარგა ხანია იწერება, ხოლო როგორც ჩანს, ახლა მადრიდელთა სამიზნე ვილიანიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109082