ფეხბურთი

10:58 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთი 1913" იტალიელს ჩააბარეს

საქართველოს ეროვნული ლიგის აუტსაიდერ ფოთის “კოლხეთ 1913”-ს რობერტო ლანდი გაწვრთნის. როგორც მეგრული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფოთელთა ხელმძღვანელები იტალიელ სპეციალისტს მილანში შეხვდნენ და შეთანხმებასაც მიაღწიეს.

სხვათა შორის, ლანდის საქართველოში ნამუშევარი აქვს. 1998-2000 წლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა. ამავე ასაკობრივ გუნდებში უმუშავია ლიტვასა და ყატარში. სხვა და სხვა დროს წვრთნიდა ბუქარესტის “ნატიონალს”, შოტლანდიურ “ლივინგსტონსა” და ლიბერიის ნაკრებს. უკანასკნელად კი, “რიმინის” მენეჯერი იყო.

ლანდი თავის დროზე მეკარის პოზიციაზე თამაშობდა და “პიაჩენცას”, “მოდენას”, “რავენას”, “სიენას”, ნიუ-იორკ “კოსმოსის”, “ჩიკაგოსა” და სხვა გუნდების ღირსება დაუცავს. რობერტო ლანდის ფოთში უახლოეს ხანებში წარადგენენ.

შეგახსენებთ, “კოლხეთი 1913”-ის ახალმა ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი მიიწვია, თუმცა გულშემატკივართა პროტესტის გამო, გამოცდილ სპეციალისტს პოსტის დატოვება 2 დღეში მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109382