ფეხბურთი

15:17 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" სიმეონეს სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 40-მილიონიანი წინადადება იუარა

მადრიდის "ატლეტიკომ" "ფიორენტინას" არგენტინელი თავდამსხმელის ჯოვანი სიმეონეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიელებმა სამხრეთამერიკელის გასხვისებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნული ინფორმაცია Sport-მა გაავრცელა. "იებს" მოთამაშის გაყიდვა უფრო მაღალ ფასში სურთ. სიმეონეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აკავშირებს.

ჯოვანი "რივერ პლეიტის" აკადემიის აღზრდილია და 2016 წელს "ჯენოას" შეუერთდა, სადაც ერთ სეზონში 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა. გასულ წლის ზაფხულში კი "ფიორენტინამ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა. ახალ გუნდში სიმეონემ 40 მატჩში 14-ჯერ გამოიჩინა თავი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 10-დან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108106