ფეხბურთი

20:16 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპე შესაძლოა პრემიერლიგის კლუბში გადავიდეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ბეშიქთაშის" მცველი პეპე შესაძლოა "ვულვზში" გადავიდეს. Fanatik-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჯერჯერობით თურქული კლუბის პოზიცია უცნობია. პეპე "ბეშიქთაშში" გასული წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. გასულ სეზონში პორტუგალიელმა 35 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 35 წლის მცველის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროა.

თეგებიპეპევულვზი
0.119014