ფეხბურთი

19:15 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა პარუნაშვილის სუპერგოლი დანიის სუპერლიგაში მოქმედ ჩემპიონთან! (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მესამე ტურში "ესბიერგი" მოქმედ ჩემპიონ "მიდტიულანდს" შეხვდა. დანიის საუკეთესო გუნდმა მეტოქე 3:1 დაამარცხა.

"ესბიერგის" მხრიდან ეს ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. ქართველმა ნახევარმცველმა 45-ე წუთზე, დაახლოებით 30 მეტრიდან ერთი შეხებით მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია ბურთი. გოლი მართლაც ბრწყინვალე გამოდგა, ისეთი ნებისმიერი რანგის შეხვედრასა და ხარისხის ფეხბურთელს რომ დაამშვენებდა...

0.110802