ფეხბურთი

15:06 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" პულიშიჩი შეაფასა

დორტმუნდის “ბორუსია” მზადაა ამერიკელი შემტევი კრისტიან პულიშიჩი გაასხვისოს თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს. Bild-ის ცნობით, გერმანული გუნდის ბოსები 19 წლის ფეხბურთელს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

ცნობილია, რომ პულიშიჩის სამსახურით ლონდონის “ჩელსი”, “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” არიან დაინტერესებულნი.

გასულ სეზონში პულიშიჩმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

0.109724