ფეხბურთი

15:44 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა საკუთარ დისშვილს პირდაპირ ეთერში ეჩხუბა

ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. არგენტინელმა Canale 9-ის პირდაპირ ეთერში საკუთარი დის შვილი შეურაცხყო. ვალტერ კრისტიან მაჩუას მარადონა ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

"მან შეჭამა ჩემი ფული, გაყიდა მანქანები" - განაცხადა არგენტინელმა.

აქვე გეტყვით, რომ 57 წლის მარადონამ რამდენიმე დღის წინ ვალტერს ადვოკატები გაუგზავნა, რომელიც მოითხოვდა, რომ მისი სახელის გამოყენებით სარგებლობა და ქონების გაფლანგვა შეეწყვიტა.

0.114424