ფეხბურთი

3:00 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ბუღრიძე: "შედეგიან ფრეს 0:0 სჯობდა"

საჩხერის “ჩიხურას” ნახევარმცველმა ირაკლი ბუღრიძემ “მარიბორთან” (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა მთავარი მიზანი შეასრულა და კარი მშრალად შეინახა. ახლა კი საპასუხო შეხვედრაში ეცდებიან, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვონ.

“თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ წყვილში “მარიბორი” ფავორიტი იყო და ვფიქრობდით, რომ ბურთის ფლობა მათ ექნებოდათ, თუმცა დაგვითმეს ბურთი და მოედანი.

მომენტები მათაც ჰქონდათ, მაგრამ გადავრჩით და კარი მშრალად შევინახეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენც არაერთი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. პირადად მე ორი ასპროცენტიანი მომენტი გავაფუჭე, რის გამოც ვწუხვარ. იქაც იგივე გუნდი დაგვხვდება, ბევრად განსხვავებული არა, მაგრამ რთული თამაში გველოდება. შანსი არის, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

ორივე გუნდს გვქონდა მომენტები, მაგრამ 1:1-ით დამთავრებას კვლავ უგოლო ფრე სჯობდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო”, – გვითხრა ბუღრიძემ.

“მარიბორსა” და “ჩიხურას” შორის საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს, სლოვენიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114056