ფეხბურთი

23:10 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მთელი ღამე არ დამაძინეს" - ვანდა ნარას მარადონასთან გატარებული ღამე გაუხსენეს

მაურო იკარდის მეუღლე ვანდა ნარა საფეხბურთო სამყაროში ბევრ ფეხბურთელზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქედან გამომდინარე არგენტინელი ლამაზმანი სკანდალებშიც ხშირად ეხვევა.

ამჯერად, ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა მირთა ლეგრანდმა La Nacion-თან ინტერვიუში 2006 წლის ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ ნარას რომანი ლეგენდარულ დიეგო არმანდო მარადონასთან ჰქონდა.

“მე მათი შეხვედრების მოსმენა მიწევდა. მახსოვს, რომ ხანდახან საუბრობდნენ. მარ დე პლატაში სადილზე ვიყავი, ვანდა ჩემთან მოვიდა და მკითხა, რატომ არ გვიწვევ გადაცემაში? მე ვუპასუხე: შენ მარადონასთან ერთად ხარ? მთელი ღამე არ დამაძინეთ!

მე მათთან ახლო ნომერში ვცხოვრობდი და დაძინება ვერ მოვახერხე. არ ვიცი რას აკეთებდნენ, მაგრამ საშინლად ხმაურობდნენ. მართალია ეს წლების წინ მოხდა, მაგრამ სიმართლეა”, - იხსენებს ლეგრანდი.

შეგახსენებთ, რომ ვანდა ნარა ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მაქსი ლოპესს მეგობარ მაურო იკარდისთან უღალატა და მალევე ცოლად გაჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124708