ფეხბურთი

21:07 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "შერიფის" ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა"

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ვიკინგურთან” მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, “ტორპედო” სერიოზულად მოემზადა მატჩისთვის და ექსპერიმენტების დრო არაა. ჩხეტიანმა ყურადღება კონცენტრაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მეტოქის დაუფასებლობა ყოველთვის ძვირად ფასობს. ამიტომ, ყველა ფეხბურთელი შეხვედრისთვის სერიოზულად მოემზადა.

“რა თქმა უნდა, სერიოზულად ვემზადებით, როგორც ყველა თამაშისთვის. გუნდი მზადყოფნაშია, დაგვიბრუნდა ტრავმირებული გრიგოლ დოლიძეც, რომელიც უკვე ორი დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ 18-კაციან განაცხადში იქნება.

თორნიკე კაპანაძე რაც სეზონი დაიწყო ვერ დაეხმარა გუნდს ისე, როგორც მას შეუძლია და უნდა. ზან ტვინის შერყევის გამო, ხან კუნთების პრობლემა ჰქონდა, თუმცა ხვალისთვის ის მზად არის, გუნდთან ერთად ვარჯიშობს. შეიძლება 100%-ით მზად არი იყოს, მაგრამ კაპანაძე ყოველთვის მზადაა გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

ყველა გუნდს დაფასება უნდა. ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა და ახლა, ევროპა ლიგაზე თამაშობს და ჩვენი მხრიდან არ იქნება სერიოზული მიდგომა და არც მოწინააღმდეგის დაფასება თუ ექსპერიმენტებს ჩავატარებთ. ამიტომ, ის ფეხბურთელი, რომელიც მზად იქნება თამაშისთვის გავა მოედანზე. შეიძლება მხოლოდ ერთი გამონაკლისი დავუშვათ, ვინც 100%-ით არ იქნება მზად, ითამაშებს.

ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ თუ არასერიოზულად მივუდგებით საქმეს, სავალალო შედეგს მვიიღებთ. ამიტომ, ფარერების გუნდი რომ გახლავთ, ეს არაფერს ცვლის. ფეხბურთელები, რომლებიც დავიმატეთ, გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი უნდა შეიტანონ და კარგად ითამაშონ. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა, რადგან კონკურენცია იზრდება ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. ვეცადეთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა, რადგან, სადაც კონკურენციაა, იქ წარმატებაცაა.

ჩემი აზრით, კარგი ლეგიონერი, რომელიც გუნდის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს, გულშემატკივრისაც მისაღებია. ვფიქრობ, “შერფითან” შეგვეძლო, წარმატების მიღწევა მეტი რწმენა და თვითდაჯერებული ვყოფილიყავით. თუმცა, ვთვლი, რომ ასეთ ტურნირებზე დიდი მნიშვნელოვა აქვს გამოცდილებას და ამ მხრივ “შერიფი” ჩვენზე გაცილებით წინ იყო”, - განაცხადა ჩხეტიანმა.

კომენტარი გააკეთა “ტორპედოს” მცველმა გიორგი ქიმაძემაც:

“გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის და სასურველი შედეგით ჩავიდეთ ფარერებზე. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და ჩვენ გამარჯვებისთვის თავს არ დავზოგავთ”, - აღნიშნა ქიმაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” ფარერების წარმომადგენელ “ვიკუნგურს” 26 ივლისს, ქუთაისში უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

0.120827