ფეხბურთი

15:20 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ჟელსონი დაიმატა

“ატლეტიკომ” პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ჟელსონ მარტინსი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

23 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჟელსონი პორტუგალიის ნაკრების წევრია (19 მატჩი) და მუნდიალზეც “ლუზიტანების” განაცხადში იმყოფებოდა. მან ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა: მაროკოსთან მოგებული (1:0) შეხვედრის 59-ე წუთზე ბერნარდო სილვას ნაცვლად გამოჩნდა.

ცნობისთვის, მარტინსი “სპორტინგის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მან ლისაბონური კლუბის მაისური 165-ჯერ მოირგო და 31 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120178