ფეხბურთი

18:26 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდსულოვანი პულიშიჩი - ამერიკელმა პატარა ქომაგს ოცნება აუსრულა

დიდსულოვანი კრისტიან პულიშიჩი – “დორტმუნდის” ამერიკელმა შემტევმა “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ ქომაგი პოლიციისგან დაიხსნა და ოცნების ასრულებაში დაეხმარა.

საქმე ისაა, რომ თამაშის დასრულებისთანავე მოედანზე ბავშვი შევიდა, რომელსაც პულიშიჩთან სურათის გადაღება სურდა, მაგრამ პოლიციამ ამაში ხელი შეუშალა. უფრო სწორად, ხელის შეშლას შეეცადა. იქვე, თავად პულიშიჩი გაჩნდა, რომელმაც ბავშვთან ფოტოც გადაიღო და ავტოგრაფიც უსახსოვრა.

აქვე გეტყვით, რომ “ლივერპული” “დორტმუნდმა” 3:1 დაამარცხა, ხოლო მოედანზე საუკეთესო კრისტიან პულიშიჩი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122258