კალათბურთი

13:00 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსმა" ბისლი და უილიამსი დაიმატა

ლოს ანჯელეს "ლეიკერსმა" ორი კალათბურთელი მაიკლ ბისლი და ჯონათან უილიამსი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კალიფორნიელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მაიკლ ბისლისთან კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ფორვარდი 3.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ჯონათან უილიამსი კოლეჯის გუნდ "გონზაგადან" გადმოიყვანეს. კონტრაქტის დეტალები უცნობია.

განვლილ სეზონში ბისლი "ნიუ იორკის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.2 ქულას, 5.6 მოხსნას და 1.7 პასს აგროვებდა.

უილიამსი განვლილ ეზონში კოლეჯის ლიგაში საშუალოდ ერთ მატჩში 13.4 ქულას, 8.5 მოხსნას 1.6 პასს და 1.1 ბლოკ-შოტს აკეთებდა.

0.134274