ფეხბურთი

10:30 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მესუთ ოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ, მან საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტთან რეჯიფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის და მუნდიალზე სუსტი თამაშის შემდგომ, ის გერმანელი ფანების კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა, რასაც “არსენალის” ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერის დასრულებით უპასუხა. ის იმ ფაქტით განაწყენდა, რომ მას ემიგრანტად მოიხსენიებენ.

“მე ვიყავი გერმანელი, როდესაც ვიგებდით, მაგრამ როცა დავმარცხდით, მაშინ ემიგრანტი გავხდი”, - აღნიშნა განაწყენებულმა ოზილმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშე გერმანიის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობდა და 92 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ის 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

0.129667