ფეხბურთი

1:42 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილი - მოპოვებული პენალტი და ისევ გოლი (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის მე-15 ტურში გიორგი ხარაიშვილმა თავი გამოიჩინა. ქართველმა შემტევი "სირიუსთან" შეხვედრაში თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ჯერ პენალტი გამოიმუშავა, ხოლო ტაიმის ბოლოს საჯარიმოს მისადგომებიდან მოხდენილი დარტყმით თავად დალაშქრა მეტოქის კარი.

მიუხედავად იმისა, რომ "გიოტებორგი" ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, სახლში მაინც უქულოდ დაბრუნდა, ვინაინდან დარჩენილ დროში სამი უპასუხო გოლი გაუშვა და 2:3 დამარცხდა.

ხარაიშვილმა ზედიზედმ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, ისე კი 11 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა. "გიოტებორგს" 16 ქულით მე-12 ადგილი უკავია.

0.116333