ფეხბურთი

0:40 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურკუფი “დიჟონში” ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი იოან გურკუფი კარიერას “დიჟონში” განაგრძობს.

32 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ის ბინადარს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობისთვის, გურკუფი ბოლოს “რენის” ღირსებას იცავდა, სადაც 2015-2018 წლებში თამაშობდა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 49 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

იოანი საფრანგეთის ნაკრებში 2008-2013 წლებში ასპარეზობდა და 31 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106631