ფეხბურთი

18:22 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

არპმა "ბაიერნს" ჰამბურგი" ამჯობინა

გერმანული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა იან-ფიეტე არპმა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლა იუარა. 18 წლის შემტევმა, რომელსაც “რეკორდმაისტერი” ეპატიჟებოდა, მშობლიურ “ჰამბურგში” დარჩენა ამჯობინა.

როგორც ჩრდილოგერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2020 წლის 30 ივნისამდე იქნება.

გასულ სეზონში ნიჭიერმა ფეხბურთელმა “ჰამბურგის” ღირსება 18 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა. არპი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში 21-ე საუკენეში დაბადებული პირველი მოთამაშე, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

0.128551