ფეხბურთი

21:47 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდრი "ატლეტიკოში" დაბრუნდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და აწ უკვე "ვილიარეალის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი როდრიგო ერნანდეს კასკანტე (ცნობილი როგორც როდრი) მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია "როხიბლანკოსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. როდრიმ კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააფორმა, ხოლო "ვილიარეალმა" ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო.

როდრიმ "ატლეტიკოს" ახალგაზრდული გუნდი 2013 წელს დატოვა და "ვილიარეალში" გადავიდა. "ყვითელ წყალქვეშა ნავის" რიგებში ესპანელმა 84 შეხვედრა ჩაატარა და მიმდინარე წლის მარტში ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. 22 წლის საყრდენის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122941