ფეხბურთი

20:58 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბაიერნის" ნახევარმცველს ტიაგო ალკანტარას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. ესპანური გამოცემის ცნობით, მიუნხენელები აღნიშნული შესახებ ინფორმირებულნი არიან და შესაძლო ტრანსფერზე იფიქრებენ.

ტიაგო "ბარსელონადან" გერმანულ გრანდში 2013 წელს გადავიდა და ზედიზედ ხუთ სეზონში ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა. "ბაიერნის" რიგებში ალკანტარამ 153 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

0.112356