სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:00 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ევროპა უგოლოდ დატოვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” ევროპს ლიგის გათამაშებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. გია ცეცაძის გუნდმა ერთი კვირის “ტობოლთან” მიღებული ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრა და ევროსარბიელს ზედიზედ მესამედ პირველივე სტადიაზე დაემშვიდობა.

“სამტრედიამ” თბილისში ყაზახურ გუნდს დიდი ბრძოლა გაუმართა, რიგ ეპიზოდებში დაჯაბნა კიდეც, მაგრამ ბოლო წამებზე გაშვებული გოლით მაინც დამარცხდა. ამჯერად კი, კოსტანაიში, ყველაფერი სხვაგვარად იყო: “ტობოლი” ერთი თავით მაღლა იდგა და შემდეგ ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა. ყაზახურმა გუნდმა თბილისში მოპოვებული უპირატესობა გაზარდა და ორი მატჩის ჯამში 3:0 მოიგო.

ყაზახებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ანგარიში მე-12 წუთზე ტურისბეკმა გახსნა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა – საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის კარის შორეული ცხრიანი დალაშქრა. სხვათა შორის, რამდენადაც ლამაზი გოლი გაიტანა ყაზახმა შემტევმა, იმდენად ფანტასტიკურად ითამაშა გოლის ეპიზოდში ნიკა კვეკვესკირმა, რომელმაც რამდენიმე ფეხბურთელს აუარა ლამაზი ფინტებით გვერდი და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

მეორე გოლი კი თამაშის ბოლო შეცვლაზე შესულმა დარაბიევმა გაიტანა, რომელიც სამტრედიელთა მცველებმა კარის წინ აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ დატოვეს. “ტობოლის” უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა 90 წუთის განმავლობაში და რაც უნდა მძიმე იყოს, მაინც უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი – ამის საპირისპიროს თქმა ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ყაზახებს ორი გოლის გარდა არაერთი საგოლე მომენტიც შეექმნათ, საპასუხოდ, “სამტრედიას” შეტევაში დასამახსორებელი არაფერი შეუქმნია.

ახლა იმერული გუნდის მთავარი მიზანი ეროვნული ლიგა და საქართველოს ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს, რადგან გუნდი ორი წრის შემდეგ გასავარდნ ზონაში იმყოფება.

“ტობოლი” – “სამტრედია” 2:0 (1:0)

კოსტანაი, “ცენტრალური სტადიონი”

“ტობოლი” (5-4-1): ნეპოგოდოვი; მიროშნიჩენკო (დარაბაიევი 75), კასაი, ზუპლა, დმიტრენკო, ბისტროვი (ჟარინბეტოვი 69); ფედინი, კვეკვესკირი, კანკავა, ნურგალიევი; ტურისბეკი (ნუსერბაიევი 63)

მწვრთნელი: ვლადიმირ ნიკიტენკო

“სამტრედია” (3-4-3): პოგორილი; გოგიაშვილი, ფატიჩი, გურული; ბაჩიაშვილი, მამასახლისი (ოლაიტანი 67), ენდელაძე, ახალაძე (მესიაჩენკო 77); მაქაცარია (ხაბეიშვილი 71), ლიპარტია, გიი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლი: 1:0 ტურისბეკი (12), 2:0 დარაბაიევი (83)

გაფრთხილება: ბისტროვი (65), დარაბაიევი (89) - ბაჩიაშვილი (39), ხაბეიშვილი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 10 (1) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ტიჰომირ პეინი (ხორვატია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11463
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X