ფეხბურთი

16:15 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: ნეიმარს მბაპეს ჩრდილი აშინებს

ბრაზილიელმა ნეიმარმა შესაძლოა “პარი სენ ჟერმენი” დატოვოს. Onda Cero-ს ინფორმაციით, პარიზულ გუნდში სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი შეუცვლელთა შორის არაა და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში შემოთავაზებას განიხილავენ.

მთავარი სიტყვა კი, ტომას ტუხელზე იქნება, რომელსაც ნეიმარის გასხვისების შემთხვევაში მისი შემცვლელი დასჭირდება. როგორც ცნობილი ხდება, გერმანელ სპეციალისტს “იუვენტუსის” შემტევის პაულო დიბალას ყიდვა სურს.

ნეიმარი კი შესაძლო “რეალში” ვიხილოთ, რომელსაც მადრიდულ გრანდს აქამდეც უკავშირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ “სამეფო კლუბმა” ნეიმარით დაინტერესება საჯაროდ უარყო, ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ფლორენტინო პერესი ბრაზილიელის თავის გუნდში გადაყვანას მაინც ეცდება.

გარდა ამისა, ესპანეთში დარწმუნებულნი არიან, რომ თავად ნეიმარსაც არ ხიბლავს პსჟ-ში დარჩენა, რადგან პარიზელების მთავარ ფიგურად კილიან მბაპეს განიხილავენ, ხოლო ბრაზილიელს ამჯერად ფრანგის ჩრდილქვეშ ყოფნა არ უნდა...

0.1136