ფეხბურთი

23:36 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტორალმა “ვალენსიასთან” გაახანგრძლივა

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა მარსელინიო ტორალმა, “ღამურებთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც “მესტალიაზე” 2020 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს – წერს ვალენსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

52 წლის სპეციალისტი “ლოს ჩეს” სათავეში გასულ სეზონში ჩაუდგა და კლუბი ორწლიანი პაუზის შემდგომ ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა. კლუბის ხელმძღვანელობამ მარსელინიოს კარგი მუშაობა დაუფასა და ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ტორალი “ვალენსიამდე” “ვილიარეალში” მუშაობდა, სადაც კლუბს სამი წარმატებული სეზონი ჩაატარებინა, თუმცა სატრანსფერო საკითხებში ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო, ორი წლის წინ “ყვითელი წყალქვეშა ნავების” დატოვება მოუწია.

0.110541