ფეხბურთი

14:39 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბას წარსულში დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას ინგლისური კლუბის დატოვება სურს. Tuttosport-ის ინფორმაციით ამის მიზეზე “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, რომელსაც ფრანგი ფეხბურთელი ვერ შეეწყო.

პოგბას აგენტი მინო რაიოლა მოლაპარაკებეს კატალონიის “ბარსელონასთან” აწარმოებდა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა თავად ფეხბურთელს ყოფილ გუნდში, ტურინის “იუვენტუსში” სურს დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი 2016 წელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ტურნირის ჩათვლით 95 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. რაც შეეხება “იუვენტუსს”, პოგბა “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 2012-2016 წლების სეზონში იცავდა და 183 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 37-ჯერ აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111892