ფეხბურთი

11:23 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" ყაზახეთშია

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი "სამტრედია" ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ჩაატარებს ადგილობრივი "ტობოლის" წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ქართველი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ვინაიდან პირდაპირ ტრანსლაცია "სილკ უნივერსალის" ეთერშია დაგეგმილი. აქვე გეტყვით, რომ თამაში 19 ივლისს, კოსტანაიში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, "სამტრედიამ" ერთი კვირის წინ, თბილისში, დრამატულად, მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე გაუშვა გოლი და 0:1 დამარცხდა.

0.125995