ფეხბურთი

11:50 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" ისრაელს 18 ფეხბურთელით ეწვია

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელშია, სადაც ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება ადგილობრივი “ბეითარის” წინააღმდეგ.

იმერული გუნდი სასტუმრო Rimonim Shalom Hotel-ში დაბინავდა და “ბეითარის” ბაზაზე ივარჯიშა. ხოლო მატჩის წინა ვარჯიშს უშუალოდ “ტედი სთედიუმზე” გამართავს, სადაც შეხვედრაც უნდა შედგეს.

“ჩიხურა” იერუსალიმში 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი,ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

შეგახსენებთ, “ჩიხურასა” და “ბეითარის” პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო საპასუხო თამაში 19 ივლისს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

0.136074