ფეხბურთი

1:28 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ"

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა და "შერიფთან" მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის თავკაცის თქმით, ფეხბურთელებმა იციან, რომ ეს თამაში მთლიანად საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი და ეცდებიან, რომ გულშემატკივარი გაახარონ.

"ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდის უკლებლივ ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის. ტირასპოლში ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო და აქაურობას შევჩვეოდით.

თითოეული მატჩის წინ მეტოქის ანალიზს ვაკეთებთ და შემდეგ ვწყვეტთ, როგორ ვითამაშოთ. შინ 2:1 მოგება, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და უკნიდან თამაშს ვაპირებთ. დღეს აქ ტაქტიკებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ვიმეორებ, მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ერთს ვიტყვი, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ვეცდებით, ქართველ ხალხს სიხარული მივანიჭოთ", - განაცხადა ჩხეტიანმა.

ტირასპოლის "შერიფისა" და "ტორპედოს" შეხვედრა 18 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისში, გიორგი ქიმაძისა და გიორგი კუხიანიძის გოლებით 2:1 გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111352