ფეხბურთი

22:13 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" და "რეალი" კურტუაზე 35 მილიონად შეთანხმდნენ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალს" "ჩელსის" ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას გადაბირება სურდა. rmcsport.bfmtv.com-ის ცნობით, "რეალი" და "ჩელსი" კურტუას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, რაც რამდენიმე დღეში ოფიციალური გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ბელგიელ მეკარეში "ჩელსის" 35 მილიონ ევროს გადაუხდის.

2011 წელს "გენკიდან" კურტუა "ჩელსიში" გადავიდა, სადაც 126 შეხვედრა ჩაატარა. 2011-14 წლებში ბელგიელი "ატლეტიკოში" იყო განათხოვრებული. ტიბო 2011 წლიდან ბელგიის ნაკრების წევრია.

0.112781